მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2809 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნეტარ იმ დღეს, შენ რომ ბაღში მელოდი,

მოველ და გულს მომაშორე მე ლოდი!

შენის ეშხით მე თავზარი დამეცა,

მთლად ავთრთოლდით, მახსოვს, შენცა და მეცა...


მოხველ და გულს გადმომფინე დალალი,

ბროლ-ფიქალი, ვარდ-გიშერი და ლალი!

შენი შეყრა ამ ჩაგრულს გულს იამა,

ფშვენით მატკბე, როგორც ვარდმა, იამა.


დამხსენ ოხვრას, ტანჯვას, კვნესას, ცოდვილსა.

გამიხსენი სამოთხე მე, ცოდვილსა!…

გადმაყარე გულზე, თავზე სულ ია,

მეც შეგწირე სიცოცხლე და სულია!..


დრო იცვალა: მიმუხთლა ვინც მიწამა…

აღარც მომკლა, რომ მიმიღოს მიწამა…

ჯოჯოხეთად შემიცვალა დარია…

ჩემს წყლულს გულში სამსალა რამ დარია!…


აღარცა ჰსურს მისალბუნოს იარა…

ჩემმა სატრფომ ჩემსკენ აღარ იარა!…

მე, უძლური, ვგდივარ ასე ავადა…

რა შევცოდე, რომ მომეპყრო ავადა!


და ეს გული უწყალოდ რად ასერა?

ესოდენი რად ვაწყინე ასე რა?

რისთვისა მკრა გესლიანი ისარი?

ჩემი მკვლელი და მომრჩენიც ის არი!


მოდი, ჩემო, წყლული გული დანამე,

ან არა და გულში დამეც დანა მე!

მოისწრაფე, როგორც მარჯვე მომკალი,

ან მაცოცხლე, ან ისევ შენ მომკალი!…

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაფიელ ერისთავი  • • •   რაფიელ ერისთავის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ