როგორ მინდოდა ალერსის ნამი, ო, ისე როგორც უყვართ ყვავილებს, როგორ მწყუროდა, რომ ერთხელ მაინც შენც ჩახვეოდი ჩემ სიყმაწვილეს.
მეწოდა გული ცეცხლით, ვარამით, ბედს ფანჯრის შუქიც აღარ უნდოდა! სულ არაფერი, სულ აღარავინ!
კიდევ შეეძლო ვინმესთან მისვლა? შენ ჩემი ცრემლი არ დაგენანა, ცრემლი შენს ახლოს დამდგარა ნისლად.
იქ მაინც ღვიძავთ ჯიღა ნაპრალებს! შენ ჩემს ლექსებში შიში იგრძენი, შიში, რომელიც ღუპავდა თვალებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |