ოდრი! ყველაზე ლამაზო შველო, მე შენი ბედი მშურს... გადრი, ძვირფასო და საყვარელო უძვირფასესის ისლს!..
მე მშურს ტყვეობის შენის... სიყვარულს მარადს, სიყვარულს უქრობს, უთქმელს ღმერთების ენით,
სხეულის ნაზი თრთოლვით... ნუმც გადმოგღვრია ცრემლები ობლის, გქონდეს სიწმინდე თოვლის!..
მოუარე და ენდე, ნუ მიატოვებ, ნურასდროს, ოდრი ამ ნათელ სისხლის ედემს!..
გთხოვ, უნაზესო, ერთს: უნდა მიშველო, უნდა მიშველო, მამონო ქალს და ღმერთს!..
ულამაზესო ოდრი! მინდა სიცოცხლე აქ დავასრულო, ოღნდ, მიბრძანე, როდის!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზაურ ბოლქვაძის პოეზია |