ვეღარ ვიოკებ შეშლილ სუნთქვის დაწყევლილ ალებს, მივდივარ შენგან, ბალდახინით შევიბურები, საბუდრებიდან ამოვითხრი ყაჩაღის თვალებს, შენ შემოგწირავ, რათა დასძღენ შენი ყურებით.
ეთერის ჭავლებს ავაკვნესებ ცეცხლის ხოფებით, საიქიოშიც მე ვიგლოვებ სააქაოზე, რადგან ძვირფასო, აქ მიწაზე შენ იმყოფები.
ჩემი ცოდვები მათთვის დარჩეს აწ გასამხელი, წავალ, წამყვება საშინელი მონანიება და გულში შანთით ამომწვარი შენი სახელი.
სულ იფხიზლებს თუნდ რომ გვამი ეგდოს მძინარე, სულეთის მგზავრნი, ანგელოსებს ჩვილი ბალღები დავაშრობთ ლეტოს, დავიწყების წყეულ მდინარეს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მერაბ კოსტავას პოეზია |