ვარ უცხო ვინმე ყარიბი ამა სიტყვისა მხმობელი, ამა მუხთლისა სოფლისა მაგინებელი, მგმობელი: მონა ვარ მისი მუდამ ჟამ და მისი შემამკობელი - იგია ჩემი ხელმწიფე და ჩემი დამადნობელი!
რომ არს შვენებით ანაო! მთვარესა ეზრახებოდა: "შენ ვერ ხარ ჩემისთანაო!" ვარსკვლავნი მისდა სამონოდ გარს უდგენ თანის-თანაო. მხილველნო, დამემოწმენით: კარგი ყოფილა განაო?
ხედვით შემზღუდა ანამან; კვლავ მომკლა მისმან ციალმან და წელთა მიმოტანამან; კოკობსა ვარდსა ნარგიზმან აპკურა ცრემლი ანამა. ჯობს,რომ არ ჰყავდეს მიჯნური, ან მოკლას ამისთანამან!
"მარგარიტნო, მიახელთო!" სათის ტბიდგან ისარს ისვრის: ვინ გაუვლის ახლოს ველთო? დალახვრავს და მძიმედ დაჰკოდს. ველს განაბნევს დია ხელთო! ნეტარ, თავო, გაქვნდეს გზაო! უვიცადი გიახელთო!
არ ძალმიძს მკობა - ჩემმან ხელმქმნელმან, ლამაზმან ამან! შემოსა ხელი, ითნო სახელი მისმან გუანმან პაწაწანამან; ალხინა გული, წყლულ-დადაგული, წყალობიანმან მისმან შანამან. თქმულია ძველად: "ვინც იყოს ხელად, ეტრფე და მოგკლას ამისთანამან!
შენთანა ბმული, წყალობიანად მომცემო შვების! ნაზად ვინ ირთვის, პირი მიმირთვის სიკვდიდმდე მტკიცე შენთანა ხლების! თუმცაღა გცოდე, ვიყო შემცოდე, შენგან წყალობით ნუ მელხინების! გიმუხთლე ესე, ვიყოცა მკვნესე, შენგანცა კიდე ვიყოცა სხვების! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ბესარიონ გაბაშვილის პოეზია |