ნეტავ ისეთი ბედის მქნა, ეს ნატვრა ამიხდებოდეს, ვიყო ისეთი წერილი, კითხულობდე და ტკბებოდე.
სირბილში გეჯიბრებოდე, დღე ვიყო ისე მზიანი, არასდროს დავღამდებოდე.
შენს თვალწინ ცრემლად ვდნებოდე, დაკოკრილ თხილად მაქცია, კალთაში ჩაგეყრებოდე.
რომ ზედ ქუსლებით დგებოდე, ფერუმარილად მაქცია, ღაწვებზე წაგეცხებოდე.
რომ შენი ცეცხლით ვთბებოდე, ნეტავ ისეთი ბედის მქნა ეს ნატვრა ამიხდებოდეს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ხუტა ბერულავას პოეზია |