ვიცი დამემდურები, ვიცი გამიხელდები, წაიკითხავს ამ ლექსებს, უცებ ამიღელდები!
ვერც შენი და ვერც სხვისა, რჩევა არ გამომადგა - რჩევა ვინმე მესხისა.
თუმც დამალვად მიღირდა - ნაპარავი ქურანი მუდამ ამიჭიხვინდა!
მემალა და მეფარა, ვინ შემომხვდა, ვინ დამწვა გზაზე ვინ შემეყარა,
ულმობელი ლახვარი, გზისპირს გადამეყარა ყვავილები ახალი?!
წლობით მინაქრულია, თუ ნიავმაც არ იცის - ის რა სიყვარულია!
ნურაფრის გეშინია, შენ გეკუთვნის ეს გული - სიყვარულიც შენია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |