სიყვარულო, ვინ რა იცის, რა ხარო, უხილავი სატკივარი, ბრმა ხარო, დამიღამდა, გული რითღა ვახარო, ისღა დამარჩა, თავი ქვაზედ ვახალო.
მთელ სიცოცხლეს იმისათვის ვწვალობდი, იმის გამო მთელ ქვეყანას ვყვარობდი, აღარა ჩანს, ვისზედაც რომ ვგალობდი.
შველას ვითხოვ, ტანჯვის მახეს გავები, დამიბნელდა მთვარე და ვარსკვლავები, გზა მიჩვენეთ, აღარ მიჭრის თვალები.
იეთიმს ცრემლი მეგობარი გამიხდა, სიმი გაწყდა, მე ჩონგური წამიხდა, ეს ქვეყანა ჯოჯოხეთად გამიხდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია |