დაცხრა ყვავილთა და ფერთა ბატალია, ახლა ველთაშიგან ქარნი კრიახობენ, რაღაც... მდიდრობის და ძარცვის ბადალია, ქალთან სიცოცხლე და ქალთან სიახლოვე.
და სულ ვაღმერთებდი ამ წვას, ამ იარებს, ქალი სამლოცველო, მაღალთაღოვანი, მაინც მლოცველების ერთად გავიარე.
ქალთან ვერ გავძეხი ჩემი მარტოობით, მუდამ შორეული ვნება მპატრონობდა, მუდამ შორეულის სურვილს ვპატრონობდი.
მაგრამ ამნაირი? მაგრამ ამოდენი? ისე შეშლილია ჩემი მწუხარება ეჭვის ტყეებიდან ვის არ გამოდენის.
ამ ბრმა აგონიით ალბათ განგებ მცდიდი, ისე ძვირფასია ჩემი გამწარება, არცერთ სიხარულში რომ არ გაგიცვლიდი.
ახლა ველთაშიგან ქარნი კრიახობენ, რაღაც... მდიდრობის და ძარცვის ბადალია, ქალთან სიცოცხლე და ქალთან სიახლოვე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზურაბ გორგილაძის პოეზია |