მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე
ცაში ტრიალებს ბუქი. ქარი გიჟივით დაჰქრის, მოდის თოვლი და წვიმა, ორი ტყუპი ძმა ზამთრის.
ქარს აჰყოლია ზვავი ბუჩქიც კი არსად არის, რომ შევაფაროთ თავი.
გვინგრევს შიმშილით მუცლებს ვერ გავექცევით ამ მტრებს, ვიტანთ, ვყმუით და ვუძლებთ.
თოფის ლულაზე ბოლი, მოსჩანს თეთრ თოვლზე ჩვენი სისხლის წითელი ზოლი.
ერთით ვჯობივართ მრავალთ, ყმად არ ვეკუთვნით არვის თავისუფალნი დავალთ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შანდორ პეტეფის პოეზია |