ან რაღა უნდა მოგიყვე ან რა ვიამბო შენზე, რამდენჯერ უნდა მოგიკვდე, განა რამდენჯერ შევძლებ?!.
არ აუღიხარ ჯერა?!. საით მიფრინავს, რა მხარეს მკერდდაკორტნილი ძერა...
გზისპირს დამტვრეულ ალვებს, ნისლები საით წავიდნენ, საით გადაჰყვნენ ღამეს.
რა მდუმარეა ველი, მგონია, ისევ სახლში ვარ, შენს შემოფრენას ველი.
მზის აღმოჩენას ვნატრობ, ან რაღა უნდა მოგიყვე, ანდა გიამბო რატომ...
ან რაღა ვიცი შენზე, რამდენჯერ უნდა მოგიკვდე, განა რამდენჯერ შევძლებ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ხარხელაურის პოეზია |