მე შენ მიყვარხარ თავდავიწყებით, რამ დაგაფეთა, ჩემო მიმინო, შენს ლამაზ ბუდედ გადავიქცევი,- შენ მუდამ ჩემთან უნდა იფრინო.
თეთრი ფეხები, ფიქალი მკერდი, მე რომ უეცრად დავიხრჩო ცრემლით, ნეტავ, ვიცოდე რას მიაწერდი!
გამონაშუქი სხივების კრთომა, ეგ ოქროსფერი თმების ხვეული, და ნუმც ეწვიოს სულს შემოდგომა.
შენი ღაწვების სიწითლე, ბრწყინვა... შენ ხარ მაღალი ვარდების ტევრი, მე შენთვის ვიწვი, მე შენთვის მცივა...
და ბუდეშური თაფლის თვალები, მე შენ გიმღერი იდუმალ ჰანგზე, შენ ჩემს შეხვედრას რად ეკრძალები!
ველურ ყვავილთა რხევა ნატიფი, თქვი, სიყვარულში თუ ხარ გამტანი, ფერხთ გაგეგები, როგორც სათიბი.
ვერვინ მიწვდება შენს ციურ ფრენას, შენს ფრთებზე შავ ფერს ნუ გაიკარებ, მოგაფრქვევ თეთრი ვარდების ფენას...
რამ დაგაფეთა, ჩემო მიმინო, შენს ლამაზ ბუდედ გადავიქცევი, შენ მუდამ ჩემთან უნდა იფრინო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა ფორჩხიძის პოეზია |