ლექსო, კლდის ნაპრალში შენახულო, მრავალ ქარ-წვიმისგან შელახულო... ქვებში ამომსკდარო მუხის ყლორტო, ოღონდ არასოდეს დამიღონდე... დედის გულო, ხანჯლით ნაჩხვლეტარო... მწუხრზე დახვრეტილო კელაპტარო... კაცო, ერთგულო და საყდრის მცველო, ცხენზე შეგდებულო ბედისწერად. ლექსო, ბუხრის ძირში ჩანაცრულო, მაგრამ თვით იესოს განათლულო. ფშავში, დის ხურჯინში ჩაწყობილო, ჩემო დაჩეხილო საქართველო... მერე ლუკმა-ლუკმად დამარხულო ძვლებო, არასოდეს განაღმულო... ჩემო ბარისახოს დიაკვანო, მიწამ გიაქიმოს, გიაკვანოს... ქვეყნის კაცობავ და... ხელაშვილო... მიწადარბეულო... მზეაშლილო!.. |