პაპაჩემს - გიორგი ღვედაშვილს
გაგეჯიბრები, სიკვდილო, აბა, სად შენ და სად მეო, მასპინძლად ხო არ ვარგიხარ, აღარც რო მიშვებ სადმეო.
მე, მოწყვეტილსა სამზეოს, წამიყვან პაპის პაპასთან, რო ვეამბორო მხარზეო.
ხელი შევავლო ფარზეო, არცა რა მედარდებოდეს, დამდგარსა სწორსა კვალზეო.
ავს არ ამბობენ მკვდარზეო... |