მე დამესიზმრა უცხო საყურე, როგორც პეპელა, ვარდზე გაჭრილი, წამოვვარდი და კარი დავხურე არსად გაფრინდეს შენი აჩრდილი.
დილის მშვენებას ვერ ვეურჩები. საყურის ჩრდილში ვინ დაიჩრდილა, ვინ გაიგრილა ცხელი ტუჩები.
შენმა ტკბილმა ხმამ გული მატკინა. მტკვართან ზის ობლად ბარათაშვილი, რატომ დასტოვე მარტო, კატინა?
მომწვდა ჟუჟუნა თვალთა ისარი, მეც დაგედევნე ცხენის ჭენებით და შინ ვერასდროს ვერ მოგისწარი.
როგორც ზარის ხმა, ფეხის ხმა ვთვალე. ვპოვე ტაძარი, ტაძარში ვწირე, სადაც საყურეს დაჰყურებს მთვარე.
შუბლს გავიგრილებ სარკმლის მინაზე და ჩემსკენ მოჰქრის სიზმრად ამდენ ხანს ნაბადმოსხმული შენი სინაზე.
როგორც პეპელა, ვარდზე გაჭრილი, - წამოვვარდი და კარი დავხურე, არსად გაფრინდეს შენი აჩრდილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • სიმონ ჩიქოვანის პოეზია |