ნეტა რა წყალში ჩავვარდე, რით გამოვკვებო ცოლ-შვილი? ი დასაქცევმა სეტყვამა კარს მომაყენა შიმშილი!.. რას ვიფიქრებდი ბეჩავი? - ცა კამკამებდა ლურჯადა, სამი დღის ყანა, სამკალი,ზედ კარზე მედგა ბურჯადა.
მერე გადიდდა, იგრგვინა და წამოვიდა სულ ბნელი... დასავლეთიდან დაჰბერა, წამოგვაყარა კოხია, ბალღები დამიწიოკა, მოაძებნინა ქოხია...
მირეგ-მორეგვა ხეხილი, გაწყალდა ანაზდეული!.. ყანა წამიხდა, რა ყანა, ავ თვალს არ ენახვებოდა, თავ-თავს ქვეშ იზნიქებოდა, სიმძიმისაგან წვებოდა!..
ი დასაქცევმა სეტყვამა კარს მომაყენა შიმშილი!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • რაფიელ ერისთავის პოეზია |