წარადენს წყალი წარსადენში ჟამთა წარსადენს და როცა ქარი საიდუმლო კარებს მიკეტავს, - საყდრის წინ ჯდება წინამძღვარი მემუსიკეთა და ვიღაც შლეგი წმინდანებზე სპექტაკლს ამზადებს.
გუგუნებს სცენა - ძველი რომი, - რომლის იქეთაც დრომ სასიკეთო ვერაფერი მომისიკეთა და ისევ სევდით მივაცილებ დღეებს შარშანდელს...
და ნაცნობ სიტყვებს იმეორებს ყოველ ჯვარცმაზე: - მოვსულვარ ომად, სატევარი უნდა დალესოთ, -
ბრუნავს არენა მოსისხართა საასპარეზოდ და მლოცველთ ითრევს ცოდვა-მადლის ამ წრებრუნვაში... |