მოლივლივებს, ითლება სხივტეხილის ფენობა, აქ არ გამოითვლება მათი რაოდენობა.
ვარსკვლავიც ვერ ედრება, ქუჩაა თუ შენობა, ბნე თუ გადათეთრება.
ალი ღვივის ფერადი და ეცემა მინიდან შუქი ათასჯერადი.
იტბორება ღვარებად, ვით ლითონის სიცხელის მძაფრად გავარვარება.
ჩუმი ისმის ქუხილი, ჭექა-ქუხილამდე კი არვის მართებს წუხილი.
და ქარის სისინია: იტალიის ჯარები, წყნარი აბისინია.
ყოფაშია სნობები გაზეთ „პარი სუარი“-ს უკანასკნელ ცნობებით.
სხივტეხილის ფენობა, აქ არ გამოითვლება მათი რაოდენობა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |