ერთად ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, სინამდვილეა, არ ეგონოს ვინმეს იგავი.
ჩვენი წილხვედრი რომ აგვენთო ერთი ნაფოტიც.
როგორც პირველ კვამლს, დაგხაროდი გაკვირვებული.
და იმ ბეჭედში ჩასასმელად შენს თვალს ვეძებდი.
ვერსად ვიპოვე, არ მარგუნე შვება მცირედი.
ღარიბი ბინა, მწყობრად ცვენა მყუდრო წამების.
და შენი მზერით მამშვენებდა ორი ვარსკვლავი.
სათუთი სითბო, მოსავლელი და მოსარიდი.
რამდენ შემთხვევამ გადაგვალვა ჩემი იმედი.
რასაც მთლიანად ეწოდება მართლა მამული.
მსობლიურ გრძნობის ყოველღამე განმეორება
და მაგიდაზე ანთებული ორი ვარსკვლავი.
სინამდვილეა, არ ეგონოს არვის იგავი.
და, როს მოვკვდებით მოვთავსდებით ერთად კუბოში. |
პოეზიის გვერდი • • • • • • სიმონ ჩიქოვანის პოეზია |