მთაში თქვენმა ხმამ სმენას უწია, გინდათ, მეც თქვენებრ ქარებს შევება? უფრო ძნელია კაცში მოხდეს რევოლუცია, ვიდრე რუსეთის აყირავება. ტყვილად ირჯებოდით, მეგობრებო, მე ვრჩები ისევ, მე ვრჩები ისევ თქვენი საქმის მტრული მდევარი და მაღალ მთაზე მარტოდ მარტო ღამე მთევანი, ამ საუკუნეს ფაშატივით მოვუგრეხ კისერს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |