შენ მსუბუქი ხარ - მოყვავილე რტოზე მსუბუქი, მოგეფერები, მწვანე სიზმრებს გაგიიისფრებ, ნეტა ვინ ისმენს იდუმალი ნიჟარის შრიალს, შენი სხეულის შრიალს ვინ ისმენს?! შენ კი არ გღვიძავს, გეჩვენება, თითქოსდა გღვიძავს და ძილღვიძილის უნეტარეს სიბუნდოვანეს ადევნებიხარ, როგორც მარტის ღრუბელს მთოვარე. ეს დღეც გავიდა, მწარე ფიქრი მივასამარე, ეს დღეც გავიდა - საოცნებო და დასანანი. შენ სადღაც ფეთქავ, შენით სუნთქავს ღამის ჰაერში ახლად გაშლილი იასამანი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ალხაზიშვილის პოეზია |