მე ვხედავ, მე მესმის - მოდიან, ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები… სიცოცხლე სიკვდილი როდია, რომ ოდენ შეიცნო ცრემლებით. ღრუბლები მთებს გარე უვლიან, ქარმა ვერ შეჰბედა აჰყაროს; რას იზამ, სამყარო რთულია, იმდენად რთულია სამყარო… და ღელავ, რაც უფრო მშვიდი ხარ, ისვენებ, რაც უფრო იღლები, რომ დგახარ, მაშინაც მიდიხარ, ზურგზე შემოყრილი ნიღბებით. და ვხედავ, და მესმის - მოდიან, ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები… სიცოცხლე - სიკვდილი როდია, რომ მხოლოდ შეიცნო ცრემლებით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ხარხელაურის პოეზია |