მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 566 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მზისკენ მიმაფრენს ფასკუნჯი, -

ფასკუნჯს უფსკრულის აქვს კუჭი;

მენა საგზალი ვარ მისი,

მაგრამ ვეყოფი?!

არ ვიცი!


მიფრინავს ლურჯი ფასკუნჯი, –

ისიც ლურჯია, ცაც ლურჯი;

ეჭვისა მახრჩობს მარყუჟი, -

ვერ ჩავხვდი, - უდევს რა გულში, -

ძუნწია სიტყვა-პასუხში.


გავიარენით ჭირანო

(ხორცსა ვეპყრობი მომჭირნედ),

მინდარის ვიამირანო, -

შორიდან შევრტფი კოჭიმელს.


გაჭიანურდა ცორანო

(ფასკუნჯს ეტყობა მოშივდა)...

ნეტა, ეს შავი ყორანი

ტატოსია თუ პოსია?!


მიფრინავს ლურჯი ფასკუნჯი, -

მკერდით გამპობი ცეცხლეთის;

მზემდე ჯერ კიდევ ბევრია,

როგორც ეტყობა, მანძილი;


არადა, ახლა მე ჩემი

ჰა და ჰა ვიყო მეცხრედი, -

მოზრდილი უკვე ჩახეთქა

ჩემი ფასკუნჯმა ნაწილი.


მივეახლები კოჭიმელს?! -

თავი მეყოფა მე ჩემი?!

უფრორე სწორად: ამ ოხერს

ვეყოფი თუ არ ვეყოფი?!


თვალებს მიჭრელებს ფასკუნჯის

მთაგრეხილივით ბეჭები...

 - ხომ კარგად?! - მკითხა უეცრად, -

ხმა მეცნაურა მეგობრის.


მიფრინავს ლურჯი ფასკუნჯი, -

მიქშუის, როგორც ქიბორჯი...

დარდიმანდები ხაშურში

შეექცევიან ციმორსა...


მექაჩებიან მიწისკენ

ძმაბიჭები და სუფრანი,

ხრეითით მესმის მე კრინი,

პატარძეულთით - სოპრანო...


ვხედავ საკუთარ წინაპრებს;

დღედაღამ ფხიზლობს ბერბიჭა, -

კაცმა, ვინც იტყვის სიმართლეს,

რომ არ გაჰქუსლოს მერნითა.


ძეხორციელის აქ ყოფა

არ გახლავთ მთლად უხიფათო;

კაცსა, ვინც იჩენს კაცობას, -

ფიქრობენ: რა უხიმანონ!


მიფრინავს ლურჯი ფასკუნჯი, -

ისიც ლურჯია, ცაც ლურჯი:

ეჭვისა მახრჩობს მარყუჟი, -

ვერ ჩავხვდი, - უდევს რა გულში, -

ძუნწია სიტყვა-პასუხში.


ამხედრებული ფასკუნჯზე,

მზისაკენ ქარებრ ვისწრაფვი:

ქართველი რათა გაშუქდეს, -

მყოფი მიწაზეც, მიწაშიც.


თვალებს ვაცეცებ გარშემო...

 - რაღა ვქნა! - ვფიქრობ მე ჩემთვის,

უეცრად ამ უგამჩენომ

რომ მოინებოს დესერტი?!


ძირს სამშობლოა გაშლილი, -

ორი ვეშაპის შუაში:

ქსელია პირწავარდნილი

რომელიც ბაბაჭუასი, -


გულდასმით ნაგვირისტევი

მტკვრით, ქსნით, ალაზნით, არაგვით...

მე თავი გამოვგლიჯევი

რომელსაც დავიდარაბით.


გაფრენილს, - მზისკენ გაფრენილს, -

შემომცქერიან დაბლიდან:

ხცისი, ბეღლევი, ავლევი,

თიღვა, იკორთა, მთაწმინდა...


ლხენანი ამ ქვეყნისანი,

თავისუფლების სიტკბონი, -

რაც ვერ დაიცვა კრწანისმა,

რასაც იცავდა დიდგორი.


ლხენანი, - ხმევას რისასაც, -

ფასკუნჯს ვეხმიე, - ვარჩიე;

მე, - სულის დასანაყრებლად,

სხეული ვინც მოვამშიე.


ერთხელაც, როცა იქნება! -

იქნება კია ეს წუთი?!

(გულს ეჭვი მიღრღნის იმდენი,

უყვარს რამდენსაც ფეხბურთი), -


მზის წინ როდესაც წავდგები

ნატამალიღა მე ჩემი,

ცათა საცერში გაცრილი, -

მე, - ჩემი მცირე ნაწილი


(ფასკუნჯი როცა შემომღლეტს,

ჩემში რაცაა ზედმეტი), -

მე (ჩემთვის უკვე უჩინარს)

მზე მეტყვის, ვიცი, მზე მეტყვის:


- კაცო, ვინა ხარ?! აღარ ხარ! -

ხარ კაცის მეათასედი! -

რა გზები გამოიარე,

შე უბედურო, ასეთი?!


მზისკენ მიმაფრენს ფასკუნჯი, -

ფასკუნჯს უფსკრულის აქვს კუჭი;

მენა საგზალი ვარ მისი,

მაგრამ ვეყოფი?!

არ ვიცი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ