ნიკო ფიროსმანაშვილს
შენ სანთელი ხარ უფლის ხმობილი, ო, პაწაწინა თაფლის სანთელო. გყოლია მრევლი ხელაპყრობილი - შენ შეგინახავს ეს საქართველო.
და ეგ სიწმინდე გასაკვირია. ბევრჯერ მომხდურმა ცრემლი წაგართვა, ბევრჯერ დაღვრილხარ და გიტირია.
მაგრამ რამდენი კვნესა გიგრძვნია. შენ საქართველოს ჭირისუფალო, ბედნიერი ხარ, წვა შეგიძლია... |