დაბერდა მთების არწივი, ას წელს არს მინანტანები, რო ბოინობდა, მის აჩრდილს გულზე იხატდნენ ჭალები,
ყველგან უწვდოდნენ თვალები, იყო ლაღი და ამაყი, უჭრიდნენ ნისკარტ-ბრჭყალები,
სად არ ეფანტა ძვალები, არწივს ნასუფრალითა მუდამ ძღებოდნენ სვავები,
მაღალი ზეცის კარები, მგელნიც ისევე უფრთხოდნენ, როგორც შუნნი და კრავები.
მხრებით ამ ზეცის მტარები, ბრჭყალნიც დაუცვდა და ფრთებშიც დაუცხრა ნიავქარები,
ლუკმასაც არ გამკარები, მსხვერპლს ვეღარ იჭერს ხნიერი, აღარ აქვს ძველი ძალები,
ამ ყოფით განაწამები, ძირს, ხევში რაღაც დალანდა საკბილოს მინამგვანები,
არა ჩუმ-ჩუმად მპარები, იქ დახვდა ლეში ჯიხვისა, საშინლად ანამყრალები,
ლეშისკენ იწევს ბრჭყალები, „შეჭამე!“ - კუჭი აცდუნებს, წამებით გადის წამები,
ან ძმად იგუოს ყვავები. და უცებ ტოფმა იქუხა, ბინდით დაუვსო თვალები,
„მსროლელო გენაცვალები, მაინც არ მაკადრებინე ვაჟკაცთა არსაკადრები, არწივის ყოფით ვიცხოვრე ღმერთსაც არწივად ვბარდები!“
საკუთარ სისხლში ნაღები, ზედ ესხა, როგორც ხმალ-შუბი, დამცვდარი ნისკარტ-ჭანგები. |