კარგად არ მახსოვს, არ ვიცი, როგორ ბრწყინავდა სამყარო, მარტი იდგა თუ მაისი, დილა იყო თუ საღამო;
თუ გიზგიზებდა მიხაკი, ისევ და ისევ მომწონდი თუ უკვე აღარ მიყვარდი;
გვიკაკუნებდა კარებზე, სული მთხოვდა თუ სხეული, შინაური თუ გარეშე;
ზღვისფერი სანაპიროთი, ცხადი იყო თუ სიზმარი, ვიცინოდი თუ ვტიროდი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |