მგზავრის წურბელნი სრიალობენ ლალის პეშვებით. ყარამფილს აბნევს მზის ტევრების ნელი კალმასი. ყვითელ ალმურში ილეწება თეთრი ალმასი. მიწის მკერდები ალებს სვამენ აზარფეშებით.
ვით მდინარეში შეძირული ნელი კალასო, ხელდება ჟინი ალესილი ქარვის კალოსი! დიდი შუადღის ავხორცობით დავიკარგებით.
თვლემის ბადეში აზმორებენ ყველა რიტმები. ნათელი ჩქერი ერთვის ვნებით სივრცის ძოწეულს.
რახსებ-შებმულნი ტყდება პანის სპილენძის კევრი. და სიყვარულით ბნედას გვაყრის მზის ავი ტევრი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ რობაქიძის პოეზია |