განაბულ თვალებში - ფოცხვერის სიფიცხე, ცხრა სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის... მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე - „კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!“
ხომ არ გეუცხოვათ სიტყვების ჯავარი? სიტყვებს ნუ ენდობით... მთავარი ისაა, რომ სიტყვა კი არა, საქმეა მთავარი!
და ჩემი ცხოვრების ეშხი და ღვიძლია, და სიტყვით კი არა, მე საქმით აგიხსნით ყველაფერს, რაც ვიცი და რაც შემიძლია!...
მაგრამ აფეთქებაც ვიცი უეცარი, ხან თვინიერი ვარ, ხან გიჟი, თავნება, ხან ბრძენი, ხანაც კი - ყოვლად უმეცარი.
ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო, ლამაზი საცოლე წავართვა არაკაცს და კაცი ბედნიერ მეუღლედ გავხადო?!
ხვალ დავაპყრობინო თეთნულდის მწვერვალი? გინდათ, გავუჯიბრო თვით ვანო მაჩაბელს ვინმე ახალგაზრდა უცნობი მწერალი?
ქურდებს ნაქურდალი წავართვა ქონება?.. თქვენ მხოლოდ მერწმუნეთ, მენდეთ და მომყევით და მართლა ზღაპრული გახდება ცხოვრება!
კეთილი განზრახვა ვის უნდა ეწყინოს?!), ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!...
როს თავზე გვექცევა დამპალი ყავარი?! დღეს კაცი ფასდება მარტოდენ საქმით და საქმეა, საქმეა, საქმეა მთავარი!..
არ ჰყოფნის მას ჩემი ნიჭი და სიფიცხე... მიცნობდეთ: ასე ვთქვათ, კეთილისმყოფელი „ავანტიურისტი“ მიხეილ ქვლივიძე!. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |