მთარგმნელი: თემურ ჩხეტიანი
მზე ერთია და - დააბიჯებს ყველა ქალაქში. მზე ჩემია და - არ დავუთმობ მე მზეს არავის. არცერთი წუთით და არცერთ სხივს - არც ვის - არასდროს. დე, ქალაქები უსასრულო ღამემ დამარხოს. ხელში ავიყვან! რომ ვერ შეძლოს წრეზე ტრიალი, დამწვას ხელები, ბაგეები, გული - ტიალი. და მარადიულ ღამეში თუ წავა - წავყვები... ჩემი ხარ, მზეო, ჩემო მზეო - სულ და სავსებით. |