ნიავს ვუსმენდი: ჩუმი და ტკბილი ხმა შორეული ჩამწვდა გულამდე; ჩავიმღერე და ჩავყევი ბილიკს და ისევ ნიავს მივაყურადე.
ტყე-ველი, მუქად გადანაფერი! სხვა არაფერი, სიმღერის გარდა, მხოლოდ სიმღერა, სხვა არაფერი.
(ვერხვებსაც სურდათ, იქნებ, გაგება), ხევ-ხევ გაჰყვება, მთას გადაუვლის, და ვარსკვლავებში გადიკარგება?
როგორ იბრძოდა გმირი ლომგული, ჩონგურმა ძველად ცრემლი იცოდა. ნახეთ, რას მღერის ძველი ჩონგური:
მთვარეც, მთა-ველიც გადანაფერი... ეხ, არაფერი არ მინდა ახლა, მხოლოდ სიმღერა, სხვა არაფერი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე საჯაიას პოეზია |