იმ ღამეს თოვდა, თოვდა და თოვდა... და შენ გეძინა სიცივით დაღლილს, გარშემო ცივი სინათლე კრთოდა და ივსებოდა სიჩუმით სახლი. ვხედავდი ჩემს ლანდს საწოლთან დახრილს და ჩრდილი დახრილ კედელზე თრთოდა, შენ კი გეძინა ყველაფრით დაღლილს, გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა. და შენი ტანი გრძელი და თხელი მკვეთრი ხაზებით მოჩანდა ბნელში, და შენი ხელი, გამხდარი ხელი, მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში. გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • რეზო ამაშუკელის პოეზია |