გული, გული ასაფრენად იწევს. მთები, ჩამოუთოვლია მთები. სივრცე, შეშფოთებულია სივრცე. ფრთები, აღარა მაქვს, ფრთები.
წლები, რა ჩქარა მიდიან წლები. სივრცე, შეშფოთებულია სივრცე. ფრთები, ფრთები აღარა მაქვს, ფრთები.
ვკრთები, ახლა უფრო ხშირად ვკრთები, სივრცე, ო, როგორ შორდება სივრცე, ფრთები, გადამტვრეულია ფრთები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ხარხელაურის პოეზია |