როგორც მეცხვარემ თენებისას შავი ნაბადი დეკემბრის ღამე ცამ ჩამოხსნა ისე მხრებიდან და მახარობლად სურნელების ტკბილი ნაკადით მწყემსის ბინაში ახალი წლის დილა შევიდა.
ფარეხში ფეხზე წამოიჭრა დედაცხვრის ფარა, მზემ მარგალიტი დააყარა დათოვლილ ყამირს და ოქროს ბადე სივრცეს დინჯად გადააფარა.
სახემღიმარი ვაჟკაცები ჩამოსხდნენ იქვე, ხუთის მკერდისქვეშ სიხარულის გახშირდა სუნთქვა და ხუთი ხელი სიყვარულით შეეხო ჭიქებს.
გული დაიპყრო საოცნებოდ ფანდურის ჟღერამ, და მეკვლეს კოვზზე დაცემული თაფლი წვეთივით ჯომარდო მწყემსის ბაგეს მოსწყდა ტკბილი სიმღერა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ლონგიშვილის პოეზია |