ამაოდ გეძებ, მაინც არ ვცხრები, თბილისში არ ხარ, ფიქრებს დავნებდი. დახურულია შენი ფანჯრები, როგორც ძილის დროს შენი თვალები...
ეს მეეზოვე, დილაადრიან, შენი სახლის წინ ხვეტავს ქვაფენილს. ახლა მე მასთან ყოფნა მწადია, მას ვესაუბრო, სხვა არაფერი.
არა, არ ვეტყვი, ასე თუ გეძებ, მხოლოდ მივალ და დავესალმები - და ვთხოვ ამ კიბის საფეხურებზე დასტოვოს შენი ნატერფალები... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ მამფორიას პოეზია |