კარგი იყო არ გამეცნე თავიდან, შუა წყალში გადამაგდე ნავიდან. ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე, ხელებს ითბობ, ცეცხლის ალში გამხვიე.
მომერიე, გიხარიან, ხარხარებ... როდემდისინ გქონდეს ქვისა გულია, მე რომ ვტირი შენთვის სიხარულია.
ცდები, შენ ხარ ჩემი სალოცავია. თვალებს დამთხრი-ფეხქვეშ ჩაგივარდები, რა გინდ მტანჯო, უფრო შემიყვარდები!
რად მიყვარხარ, რატომ არ მეკითხები? რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია, ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია |