მთარგმნელი: ნატო ინგოროყვა * * * * * * *
ჩვენ არ გვინახავს მისი თავი, არ ვართ ჩვეული, სადაც მწიფობდნენ ვაშლებივით მისი თვალები. ტორსია მისი შანდალივით ნაელვარები, რადგანაც მზერა შიგნიდან აქვს გამოფრქვეული.
და ვერც ბარძაყზე შევნიშნავდით ღიმილის ხმაურს, გაბნეულს ტანში, აფეთქებულს და თან უცნაურს, არ არსებული მოფერებით რომ ჩაისახა.
უსახურობის იქნებოდა მხოლოდ მომტანი და ბრწყინვალებას დაკარგავდა მტაცებლის შიშით.
ყოველ ცისმარე ყრუ სიბნელეს მისი კაშკაშით, რომ ამგვარ ხიბლით ცხოვრებაა სულ სხვანაირი.
მთარგმნელი: ნინო დარბაისელი * * * * * * *
არ გვღირსებია ხილვა მისი თავის, ვნებულის, თვალების მისის, სიმწიფეში გადასულების და მაინც, შიდა ნათება აქვს ისე ულევი, რომ ლამპარია, შიგნით მზერაჩაბრუნებული.
როდი გაბრმავებს შუქი იგი. მოივლის არეს ღიმილი მშვიდი, თეძოთა ბნელ ცენტრში, ელვარე და შიდა სხივი მისი მარად არ გაილევა.
მხრების ნაკადში გაუქრება მთელი მშვენება. აღარ იბზინებს, როგორც ბეწვი რამ მხეცეული.
ისე გიცქერის, ყოველი მხრით მზერად ქცეული, გამცნობს რომ დროა, შენც იცვალო ამიერიდან! |