არაფერია, წვიმას აპირებს! ქარი, ავდარი და მისტერია!... ფიქრებმა ერთხელ მეც ამატირეს, შენ კი მითხარი: - არაფერია!
თეთრი სიზმარი, თეთრი ფერია. მე სიყვარულიც დავკარგე ბოლოს, შენ კვლავ მითხარი: - არაფერია!
გზებს ია-ვარდი დაუფენიათ. არაფერია, მე ბავშვი ვიყავ, თორემ ცრემლებიც არაფერია...
არ დარჩეს კიდევ ჩრდილი პატარაც, ვხედავ, მეწვია მე სიხარული, მაგრამ ძნელია მისი ატანაც.
შეგათრთოლებს და სისხლის ფერია... ვგიჟდები... ახლაც მაღირსე ერთი, ძმავ, ეგ ძვირფასი: - არაფერია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე საჯაიას პოეზია |