შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი… ვზივარ ბუხართან და გაცრეცილს ვუყურებ მთვარეს, შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი, თუ დამდებ პატივს - ნუ გამიღებ დღეს სახლის კარებს. მერე რაა, რომ მზე ჩავიდა ამ სერებს იქით, მერე რაა, რომ მთვარე არის ასეთი მკრთალი. შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი, თუნდაც როგორც მამრს დღეს სურნელი მომწყურდა ქალის. დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ - ყველაფრისთვის სმენა დახშული და აღარ მესმის, რას ჩურჩულებს ფოთოლი ვერხვის, დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ, სასაფლაოდ მექცა წარსული… შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი… |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ხარხელაურის პოეზია |