მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 142 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: ფილიპე ბერიძე

 

ზეცა აევსო მწუხრს და კაეშანს,

მჭკნარი ფოთლები თრთოდნენ საშინლად,

მჭკნარი ფოთლები თრთოდნენ საშინლად,

ოქტომბრის ღამემ გაითარეშა -

ისეც ნისლიან ტბაზე მაშინაც

სქელი და მღვრიე ნისლი დაეშვა,

ნოდის მხარეში! ნისლი გახშირდა,

ობერის ტბაზე ნისლი დაეშვა

და უღრან ნოდში ნისლი გახშირდა.


მივსდევ ხეივანს, დაღლილს უკანვე

მიმიტაცებენ კვიპაროსები,

გამიტყუებენ კვიპაროსები,

და გული ბორგავს, როგორც ვულკანი;

ლავისებური ცეცხლით ვივსები,

აუტანელი ცეცხლით ვივსები,

მთების ურაგანს ვერ გავუმკლავდი -

მომდევს მუქარით და შერისხვებით,

ჩრდილოურ ქარებს ვერ გავუმკლავდი,

მომდევენ წყევლით და შერისხვებით.


ქარებს მივენდეთ მთიდან მობერილს

და აღარ შეგვრჩა რწმენის მისხალი,

აღარც იმედის შეგვრჩა მისხალი,

აღარ გვახსოვდა არც ოქტომბერი,

არც წელი, არცა - ღამე გვიანი.

(ღამე მკაცრი და ღამე მრისხანე),

თვალწინ ღელავდა, თვალწინ ობერი

და არ გვახსოვდა მაინც ობერი,

არც ნოდის მხარე ყრუ და მრისხანე.


...ბნელ ღამეს ფერი ეცვალა მალე

და განთიადმა სჭექა მეხივით,

და განთიადმა სჭექა მეხივით,

ნათელი დილა ახელდა თვალებს,

შუქი თრთის, ნისლის სვეტზე შეხლილი,

ფერდაკარგული ამოდის მთვარე -

რქასავით მრუდე და მოგრეხილი, ,

ამოსრიალდა ასტარტის მთვარე,

რქასავით მრუდე და მოგრეხილი.


მე ვთქვი: უფრო ხურს, ვიდრე დიანა,

ცას სიამაყის შუქი აკადრა,

ზეცას ამაყი შუქი აკადრა,

ხედავს - ღაწვები ჩემი მთლიანად

როგორ დასერა ცრემლის ნაკადმა,

მშვიდად გაცურა, გადაიარა,

ლომის ვარსკვლავთა ხომლში ჩაქანდა,

ვარსკვლავთა ხომლში მშვიდად ჩაქანდა

მშვიდად გაცურა, გადაიარა,

ბრიალა თვალებს ზეცას აქადდა,

ვარსკვლავთა ხომლი გადაიარა,

ცეცხლოვან თვალებს ზეცას აქადდა.


ფსიქეა სწუხდა და ფრთებს აქნევდა,

თქვა: ვერ გავუძლებ მთვარეს საშინელს,

მგლოვიარეს და ასე საშინელს,

ჩქარა გავფრინდეთ, ჩქარა აქედან,

თქვა და გაშალა ფრთები მაშინვე,

ფრთებს დაეფინა მტვერი ლაქებად,

მიფრინავს, ეგებ სხვაგან დამშვიდდეს,

ფრთებს დაეფინა მტვერი ლაქებად,

ფრთებს დაეფინა მტვერი ლაქებად.


- დაე შენ რისხვით გადაგვიარე,

ვენდობი სხივებს წმინდას, კრიალას,

სხივები მისი წმინდა, კრიალა

ნუგეშს გვპირდება ადამიანებს,

ნუგეშს, უბედურ წუთებს კი არა,

იმედს, უბედურ წუთებს კი არა,

შენც ენდე, ენდე, რად აგვიანებ?!

ხედავ? - ცა როგორ ააბრიალა.

ნუგეშს გვპირდება ადამიანებს

მისი სხივები წმინდა, კრიალა.


ვკოცნი, ვამშვიდებ და აღარ ვდაობთ,

ერთად მივდივართ, აღარ მემდურის, -

ხეივანს გავცდით, აღარ მემდურის,

...და მივადექით ბნელ სასაფლაოს,

კართან შევდექი მე. უბედური,

წარწერას ვხედავ მე უბედური,

- რა აწერია, კარს, ჩემო დაო?!

თქვი, ვერ გავუძლებ, დაო, შენს დუმილს.

- ულიალიუმ - და უბედური,

შენი ძვირფასი და უბედური.


დარდს ვეღარ ვძლიე სულში მოფენილს,

გულს დაეუფლა მწარე გოდება,

ვთრთი, დამეუფლა მწარე გოდება,

შევძახე: იყო თვე ოქტომბერის,

წელი წყეული, ო, მაგონდება,

ვეხეტებოდი ღამით როდესაც,

დავსეირნობდი ღამით როდესაც,

წყეული ღამე, ო, მაგონდება,

რამ მომიყვანა აქ საგოდებლად.


ო, მწარედ მახსოვს მე ტბა ობერის,

ნოდის უღრანი ტყეც მაგონდება,

რა მწარედ მახსოვს მე ტბა ობერის,

ნოდის უღრანი ტყეც მაგონდება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ