მახსოვს ის ცელქი ცქრიალი, მუცოში მოცვზე ცილობა, ცად ცისარტყელას ციალი, ოცნება და სიცილობა.
ან ცვენა ცხელი ცრემლების, ან ცივი ცვარის ციმციმი, ცერებში ცეკვა ცელების.
ცად აცერილი ფიცარი, ან საოცნებო ცხოვრება, სიმტკიცით შენაფიცარი.
ცირცელზე გადაცოცება, ალიცლიცული ცაცხვები, ცად ატყორცნილი ლოცვებად.
ცვრიანი ხორცი აცმული, მეცხრე ცას ასაცილები, ცხელი კოცონის ტკაცუნი.
რაც არ იცი და რაც იცი, ცის-კარზე ცის დამორცხვება, ცისფერ სივრცესთან ლაციცი.
ოცნება და სიცილობა, გახსოვს ის ცელქი ცქრიალი, მუცოში მოცვზე ცილობა? |