ფერი გადახუნდა კარვის, როგორ მოწყენილი დახვალ, ისეთს რას გიამბობს ქარი, განა რაღაზე-ღა მძრახავს.
ჩემი გალეწილა კალო, ხომ არ გაგითეთრე თმები, ხომ არ დაგაბერე ქალო;
მივედევნები და ვლოკავ, ქარი ჩემს ნატირალს ისმენს, შენთან უსირცხვილოდ როკავს.
როგორ მემძიმება თოვლი, არის მარტოობა სრული, ყოფნის მეტად თალხი ფონი,
ცივი, ულაჟვარდო მთების. ხომ არ გეშინია, რა ვქნა, ხომ არ დაგეღალა ფრთები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ხარხელაურის პოეზია |