მინდა შეგიმკო თმები გვირილით, მაგრამ შორსა ხარ ჩემგან ძალიან: ჩემი სიცილი, ჩემი ტირილი - იცოდეს ყველამ - შენი ბრალია.
და ჩემთვის თითქოს არა სცალია… მქვია მდიდარი? მქვია ღარიბი? მიზეზი შენ ხარ, შენი ბრალია.
მინდა შეგიკრა ოქროს გალია! მე თუ ვმაღლდები, მე თუ ვეცემი, განა არა გრძნობ, შენი ბრალია.
და ჩემს წინ ისევ ქარიშხალია… ჩემი სიმშვიდეც და მღელვარებაც მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ხუტა ბერულავას პოეზია |