მითხრეს, სიწითლემ გადამკრა წუთით, ვერ დავრჩი მშვიდად და არხეინად, არც მყვარებიხარ, არც ჩემად მსურდი, და მაინც ჩუმად რაღაც მეწყინა.
ბოლოს ყველა თხოვდებით, თითქმის ყველანი ხდებით დედები, თქვენი სიმართლით, თქვენი ცოდვებით მოძებნით, ვინმეს მიეკედლებით.
თითქო ვშორდებით ვინმე ჩვენიანს, თითქო გვაკლდება ერთი სიზმარიც, ჩიტი ყოფილა და გაგვფრენია.
დღეს თითქო ჩემი დასტოვე ბინა, არც მყვარებიხარ, არც ჩემად მსურდი, არც ვიცი, გული რატომ მეტკინა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ აბაშიძის პოეზია |