მონასტრის ეზო. კაკლები, ბზები... გაუცვეთელი და მყუდრო გზები. ბერების ჭური, ბერების კოდი, ერთიც კერეტი - ნაზარდი რკოთი.
კედლები გეტყვის, მოწყენით ხარო. ერთი იმედი ერთხელ შევლისა... სურნელი თაფლის და საკმევლისა.
ზედ შეგრჩენია მდინარის ქაფი. მონასტრის ეზო. საფლავის ლოდი. შენზე ვილოცებ, ოღონდაც მოდი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ემზარ კვიტაიშვილის პოეზია |