უძირო სევდა, ნელი სევდა, ვით ძილი ქვისა, ფიცხელი ფიქრის, მწვავე ფიქრის წითელი გზნება, უნისლო ტევრი, ხშირი ტევრი უსიტყვო თქმისა დამწვარი თვლემა მყურდო, მკრთალი, დამწვარი ვნება.
ნაჩქეფი აღარ ათრობს სმენას ძვირფასი ხმისა, შორიდან ესმის ფიცხელ ლოდინს ხმაური ღვთისა, იშლება სული, ერთი ნდობით ნელდება ნება.
ჩაეშვი ჩემი სულის თასში, ვით გრილი წყარო, იხსნება შენთვის გული ჩემი, სათუთი ნელი. –
ნეტარობს შენით ჩემი კრთომის ყოველი წნელი. გიცქერი მზე-გრძელს, ერთი წამით დავხუჭავ თვალსა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ რობაქიძის პოეზია |