სულის კივილით გამოგიტირე, შენ, ჩემი სისხლის თანაზიარო, სიუცხოვეში უხმოდ ვტიტინებ ვინძლო, სიჩუმე დავაზიანო.
შენ მაცდურ იღბალს ბოლომდე ენდე, შენ მიიცვალე ისე ლამაზად, სიკვდილის ნატვრა დამჩემდა დღემდე;
უნახაობის დარდი მაგიჟებს, გამოგიტირე სულის კივილით, ეხლა შენამდე ვითვლი ნაბიჯებს.
(წერტილდასმული ტანჯვა-წამება) მე მეჩვენება უფრო ადვილი ჩემი ცისფერი გარდაცვალება... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ფრუიძის პოეზია |