მე განა გიხმე, მხოლოდ გინატრე, შენ ჩემი ბედის ხარ მობინადრე. ისევ შენ, ჩემო თვალის სინათლევ, ისევ შენ, ორთავ თვალის სინათლევ!
სიყრმისა ჩემის დიდო ალაფო, შენ ისე მავსებ, როგორც მდინარე გაზაფხულობით ავსებს კალაპოტს.
როგორც მშველოდი და მომაშუქე შუქი ნათელი, შენით, შენ გამო და უშენობით გადამხდა ყველა გადასახდელი,
მხოლოდ გინატრე, შენ ჩემი ბედის ხარ მობინადრე. ისევ შენ, ჩემო თვალის სინათლევ, ისევ შენ, ორთავ თვალის სინათლევ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |