მომწყინდა გოტიეს - კამეები და ემალები: ფეხბურთებს ვუყურებ და სიბერეს ვემალები.
ვუახლოვდები, ასაკმა ნაკრძალი შემომთავაზა.
რა ამოავსებს რითმებს შორის სიცარიელეს?! მადლობა ღმერთს: ცენზურა ვეღარ დამამუნჯებს,
მერე: "დაიცა, ქალავ!", მერე: "დაგიბრმეს თოლი!".
მე უნდა გადავარჩინო მემორიალი გალასი.
მურმანის ხმა მესმის, მურმანი არა ჩანს.
ვეღარასოდეს ვერ დამირეკავს ანა.
ისე ვუახლოვდები კიბის მერვე ხარისხს.
შარშან უფრო ლამაზები, უფრო ქართველები გახლდით:
გვამართლებდა დროის ინტერვალი: ცალი ფეხი აზიაში გვედგა, ევროპისკენ გაგვირბოდა თვალი.
საგაისო ლექსნი ანუ პოემანი. ჩემმა მოლოდინმა ფეხივით აითრია - ჩემი აღსარების აშკარა არითმია.
ჩასაფრებულ ტორნადოს - ისე ვუახლოვდები, როგორც ორ ელდორადოს.
მიდის: ვერლიბრმა დამაშამათა. დავშიფრე სპარსთა თრობაი: ომარის ომარობაი.
კითხულობენ "ვისრამიანს", სიცოცხლეში გამახარე: ამ ქვეყნიდან ვის რა მიაქვს?!
დავთვალე, ჩავთვალე ათასი "ამინი". ათასერთი ვარდი უნდა მოვიტანო ირანიდან თქვენს საფლავთან, ქალბატონო ირაიდა!
"მერსედესებმა" განდევნეს ეტლები სამაყრიონო.
აქეთ - "მთვრალი ხომალდი" და იქით - "მთვრალი ბაზარი".
ვუახლოვდები: ვერ დავდე ხელშეკრულება ქარებთან.
იბზარება, როცა მძლავრობს ანგარიში ბარიგათა.
გამოდის - ადამიანი. ცდილობს, აუქციონს გვერდი აუქციოს, რათა საუკუნეს წნევა აუწიოს.
და მთვარეს უყეფს ძაღლი, ანუ ყოფილი მგელი.
ხამის ქება არა ხამს: არასოდეს არ დახევს ხამი ხამის მოსასხამს.
ამოვიცნობ, გამოვიცნობ პირველსავე.
- საცა გინდა, საცაო - სამიწე და საცაო - მოიპოვე საწყაო.
მოყურიადე ფუძიამას - ვუახლოვდები: გამაფრთხილა ვულკანთა რევოლუციამაც.
ყველაზე მეტად გაუმარჯოს სახლის მშენებელს!
ვინც მოვიდა და ვინც ვერ მოვიდა.
მოდის ხუტა ყუფარაძე და შეტევებს - ყუმბარაზე უკეთესად - უბალანსებს.
ხუტამ გამახსენა მამფის მამფორიზმი: "უნდა დავლიო, ამაზე უარესს რაღას მიზამს ფორტუნა: ჯანსაღ სხეულს ვერ ჩავაბარებ მიწას!".
ხანდახან კიდეც ხვნეშის: "რამდენი კარგი სუფრა ფუჭდება - ცუდი თამადის ხელში?!".
მოძღვარი გვირჩევს: დაუბრუნდით ღვინის ჭიქებსო.
გამირითმა "დიდებაი ქართულისა ენისაი".
- არ დარჩე ვალში, უნდა იცეკვო, ვახტანგო, ტანგო და არა ვალსი.
დედა უტირეს კრიმინალებს, ყოფა უტირეს.
როგორც მძინარე დინოზავრს, ჩემს უკანასკნელ სავანეს, სადგურს და სალოდინოსა.
ვეღარ შემაცდენს ნაღდი მხატვრის სუსტი ნახატი.
ფიროსმანი უსათუოდ დახატავდა მათხოვარს, რომელსაც ეძებდა ჩუბჩიკა და აღმოაჩენს მეორე მირზაშვილი, რომელიც ყველას გაახარებს და მეც მისაშველებს.
ვეღარ გაამართლებენ მესამე სტალინსაც კი. ვერ გაამართლებენ ვეღარც პოეტი და პროზაიკოსი და ჩატოვებენ ანტიგმირების მოზაიკაში.
კვლავ ვერ შერიგდებიან შეკითხვები და პასუხები, და მე თანდათან მივუახლოვდები ოთხმოცს, რომელიც პასუხს მომთხოვს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |