დაილოცა საქართველო ზღვიდან სერით სერამდი. ყვავილები, ყვავილები თეთრი, ათასფერადი.
რა თითები ეყოფა… ჰყოფილიყავ, წყება-წყება გულზე დაგეყრებოდა.
ველი შემომატარეს ვკრიფე, ბევრი შენს ბაგეებს, შენს თვალებსაც ვადარე…
ოქროსფერი ყვავილი, ვით ჩუქურთმა, ოპიზარის ხელით გამოყვანილი,
ველად ჰფენდა სინათლეს, მოვინდომე მისი ცნობა და სახელიც ვინატრე.
ქართულ სიტყვის თილისმა, ვერც მან მითხრა, ვერც ყვავილმა, ვერც ნიავმა დილისამ.
შუქად ამოყვანილი, ირხეოდა, ციმციმებდა უსახელო ყვავილი.
ბოლოს ასე უცოდველს, დავაკონე ბაგე ფრთხილად და “ანუკი” ვუწოდე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |