დეკემბერია თუ ხვდები აპრილს, ღამე დგება თუ ელავს ცისკარი, ვით სუნთქვა დროის, ჩუმი და მძაფრი, ჩრდილივით დაგდევს შენი სიჩქარე!
თითქოს დაჰკარგე სინათლის წილი, ეს მაშინ, როცა, ადამიანო, ცოტ-ცოტა მუდამ გაკლია ძილი.
მალიმალ ახელ სიზმრიან თვალებს, და გენატრება რომ დადგეს ღამე, და გენატრება გათენდეს მალე.
და გეუბნება ჭაღარა ხარო... რადგან სიცოცხლე არ იცდის წამით, რადგან სიცოცხლე ქარივით ჩქარობს,
უნდა მოასწრო ერთად ყოველი, რომ დაგრჩეს ქვეყნად, ნეკროლოგს გარდა, შენი პატარა სვეტიცხოველი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ხუტა ბერულავას პოეზია |